პიკის საათი - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია
პიკის საათი - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია

წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს.

კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. გარდა ამისა, განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიას.

რესპონდენტები: ნათია ლოლაძე – საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი,

ფრანჩესკო როკა – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: