პიკის საათი - ,,წიქარა“ და ,,ალუბალა“  ,,ზოლიანი კატისგან“
პიკის საათი - ,,წიქარა“ და ,,ალუბალა“ ,,ზოლიანი კატისგან“

პირველი აპრილიდან გამომცემლობა ,,ზოლიანი კატა“  მკითხველს ,,წიქარას“ ახალ გამოცემას შესთავაზებს. გარდა ამისა, უკვე შესაძლებელია გაიცნოთ ,,ალუბალა.“ ეს არის პატარა ჩიტის ამბავი, რომელიც სხვა ჩიტებს არ ჰგავდა, ცეკვა უყვარდა და როცა ყველა სხვა ჩიტი გარიჟრაჟზე გალობდა, ალუბალა ხიდან ხეზე დახტოდა. წიგნი ბილინგურია და განკუთვნილია ქართველი და აზერბაიჯანელი მკითხველისთვის.

სტუმრები: ალექს ჩიღვინაძე – ,,ალუბალას“ ავტორი; გიო ჯინჭარაძე – ,,წიქარას“ მხატვარი;