„ზურაბ ჟვანიას ფონდი“ აცხადებს კონკურსს 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებს. 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ პროზა
⦿ მხატვრული ლიტერატურა პოეზია
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.
სტუმარი: ზურაბ გაიპარაშვილი – ,,წინანდლის პრემიის“ ორგანიზატორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: