საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ უკვე მეშვიდედ გამოავლინა და დააჯილდოვა წიგნის ქომაგი.
2022 წელს წიგნის ქომაგი ვახტანგ ბერიძე გახდა. ვახტანგ ბერიძე შუახევის ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელია. მას ეს აღიარება აჭარაში წიგნიერების პოპულარიზაციაში, განათლების გავრცელებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის ერგო.
წიგნის ქომაგის ჯილდო 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021), პროექტს „წიგნების თარო“ (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016)
სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ბერიძე – შუახევის ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი; რეჟისორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: