ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) პორტრეტების ვირტუალური გამოფენის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა სოციალურ ქსელში ნინია ახვლედიანის მიერ შექმნილი ფეისბუქჯგუფის „მუზეუმი სახლიდან“ ფარგლებში. COVID19-ის შედეგად შეიცვალა სამუზეუმო ცხოვრება. ცოცხალი გამოფენები ჩაანაცვლა ერთგვარმა ციფრულმა მუზეუმმა – ადამიანები ერთმანეთს საოჯახო კოლექციებს უზიარებდნენ. „მუზეუმი სახლიდან“ იქცა სახალხო პროექტად და სწორედ მის ფარგლებში დაიგეგმა ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა.
სატელეფონო ჩართვა: ნინია ახვლედიანი – პროექტის იდეის ავტორი და გამოფენის კურატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: