21 იანვარს, 14 საათზე, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საუკუნის მწვრთნელის, ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სტუმრები: ელენე ბილიხოძე – ალბომის ერთ-ერთი შემდგენელი,
გიორგი გიორგაძე – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.