ქართველი მხატვრის, კატერინა სიხარულიძის მიერ დახატული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი პარიზში, ლუვრის მუზეუმის გალერეაში გამოიფინება. გამოფენა 23, 24 და 25 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
„არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის სიხარული, რასაც ახლა განვიცდი… ალბათ ძალიან ბევრისთვის ოცნებებშიც მიუწვდომელზე მიუწვდომელი იყო ან არის… მაგრამ ოცნება რეალობად ვაქციე… მეამაყება რომ მალე ვაჟას იხილავს პარიზის ელიტა,“ – წერს მხატვარი.
სატელეფონო ჩართვა ბარსელონადან: კატერინა სიხარულიძე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: