უშანგი ჩხეიძე გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით და იუმორით. მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. სიუჟეტში შევხდებით ადამიანებს რომლებიც მსახიობის ცხოვრებას და შემოქმედებას იხსენებენ.
რესპონდენტები: მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი.
გურამ ქაშაკაშვილი – პროფესორი.
მანანა მეძმარიაშვილი – უშანგი ჩხეიძის დისშვილი.