პიკის საათი - უხუცესი თელაველი მხატვარი / რგანის კარიერი / ურბნისის ისტორია
19 თებერვალს, თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში, თელაველი მხატვრის სერგო ასლანიშვილის 95 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
რესპონდენტები: ფიქრია ყუშიტაშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი.
ნინო არაყიშვილი – სერგო ასლანიშვილის ქალიშვილი.
ავტორი: ელენე ტუშური.
ჭიათურის სოფელ რგანში, დამუშავებულ კარიერზე (ე.წ. 27-ე კარიერი), „ჯორჯიან მანგანეზმა“ დაასრულა ტექნიკური რეკულტივაცია. ეს მნიშვნელოვანი პროცესია მცირემიწიანი მუნიციპალიტეტისთვის, გარდა ამისა ღია კარიერული ტექნოლოგიით მოპოვებული მანგანუმის მიერ დარჩენილი ორმოები პრობლემას უქმნიდა ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.
რესპონდენტი: ირაკლი ნოზაძე – კომპანია „ჭიათურ მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი.
ავტორი: ბარბარე ბენაშვილი.
- „საქართველოს ციხეები და ქალაქები“ – ურბნისი (I ნაწილი)
ყოველ ოთხშაბათს, 07:50-ზე, „პიკის საათი“ წარმოგიდგენთ ჩანაწერების ციკლს სერიიდან: „საქართველოს ციხეები და ქალაქები“ – ურბნისი (I ნაწილი)
ავტორი: ივანე ჯაფარიძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.