რუსთაველის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. გოჩა კაპანაძის სპექტაკლს „უკანასკნელი დედოფალი“ მაყურებელი 17 და 18 მაისს იხილავს.
თამარ და აკაკი პაპავების მიერ არგენტინაში გამოცემული რომანი, რომელიც მარიამ ციციშვილის ცხოვრებას მიეძღვნა, გოჩა კაპანაძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლად აიტანა!
– გათავხედებული გენერალი ლაზარევი მარიამ ბაგრატიონის საძინებელში და სასიკვდილო განაჩენი დედოფლის ხელიდან!
– 48 წლიანი ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებამდე სამი დღით ადრე მოწამლული და ახლა უკვე სვეტიცხოვლის ტაძარს მიბარებული დედოფალი.
– სპექტაკლში, რომელშიც მხოლოდ ქალბატონები მონაწილეობენ, ერეკლე II მარინა ჯანაშია განასახიერებს.
სტუმარი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.