პიკის საათი - „უცნობი ისტორიები საქართველოს ეროვნული მუზეუმის რარიტეტული ფონდიდან“
1709 წლის ერეკლე მეორის საოჯახო სახარება; 1741-43 წლის ვახტანგ მეექვსის შვილის ბაქარის ბიბლია; XVII საუკუნის ლევან დადიანისეული ხელნაწერი; 1819 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული „ქრისტეს ჭეშმარიტებანი“, რომლის დაბეჭდვასა და გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ერეკლე მეფის შვილიშვილს, გრიგოლს; 1825 წლის ერეკლე მეფის ქალიშვილის ანასტასიას კუთვნილი „კურთხევანი“; 1744 წელს მოსკოვში დაბეჭდილი, ტიმოთე გაბაშვილის მიერ ჩასწორებული „იოანე დამასკელი“; 1810 წლის ბაგრატიონ-დავიდოვების „ლოცვანი“ – ისტორიული დოკუმენტები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის რარიტეტული საფონდო მასალიდან.
სტუმარი: ლია ქიტიაშვილი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კურატორი; ისტორიის დოქტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: