„თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების კრებულია, რომელიც მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს. დოკუმენტურად დასაბუთებული და საარქივო მასალით გამდიდრებული ამბების აღწერით შორენა ლებანიძე ისტორიულ სინამდვილეს მნიშვნელოვან შტრიხებს მატებს. ავტორი ნაკლებად გახმაურებულ, მაგრამ ფასეულ და საყურადღებო დეტალებს ამზეურებს სახელოვანი დირიჟორის, ევგენი მიქელაძისა და მისი ოჯახის, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ პეტრე გელბახიანისა და მისი კოლეგების, ოჯახის წევრების, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ცხოვრებიდან და პროფესიული საქმიანობიდან, ასევე სიღრმისეულად წარმოაჩენს იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი მიუღებელნი აღმოჩნდნენ 30-იანი თუ 70-80-იანი წლების საბჭოთა სისტემისთვის.
სტუმარი: შორენა ლებანიძე – მწერალი; ჟურნალისტი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.