თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმს 2020 წლის 20-24 ოქტომბერს ატარებს.
მეათე საიუბილეო სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 19 ქვეყნის 40 მეცნიერი, მათშორის, 27- უცხოეთიდან. უცხოელი მეცნიერები (აშშ-ს, შვეიცარიას, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული 7 მონაწილის გარდა) დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
სტუმარი: ნინო რაზმაძე – ეთნომუსიკოლოგი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მოადგილე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: