The SANDA ასე ჰქვია მუსიკალურ ჯგუფს, რომელიც 29 წლის წინ, თბილისში ჩამოყალიბდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.
ჯგუფმა თავდაპირველად მოღვაწეობა Blues-ის ჟანრში დაიწყო, თუმცა თანდათან ჟღერადობაში Folk Rock-ის ელემენტებიც შემოიტანა.
ჯგუფმა ბრიტანეთში, ლონდონში და აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე გლობალურ საპროდიუსერო და ციფრული მუსიკის გამომცემლობასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც რიგით მეოთხე ალბომი გამოვიდა, სადაც 11 ახალი სიმღერაა შესული.
რესპონდენტი: ნათია ნამგალაური – ვოკალი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: