15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა.
თეთრი ხელჯოხი – უსინათლო ადამიანის სიმბოლო! დაინახე უსინათლო თანამოქალაქე!
არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთა რიცხვი 35-40 ათასამდე მერყეობს, აქედან 4-6 ათასი უსინათლოა (ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს).
სტუმარი: დათო ყვირილიანი – ინკლუზიური საზოგადოება ,,საქართველოს“ წევრი. პირველი უსინათლო მთამსვლელი, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა.
სატელეფონო ჩართვა: გია ჯვარშეიშვილი – მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო“