პიკის საათი - თერაპიული თოჯინური თეატრი
პიკის საათი - თერაპიული თოჯინური თეატრი

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სასაცილო და კარგი გოგონა თინუსა, რომელსაც ხანდახან ზრდილობიანი და სასიამოვნო სიტყვების გამოყენება ავიწყდებოდა. მაგრამ თინუსას ჰყავდა დიდი სამეგობრო, რომელიც გოგონას ოქროს სიტყვების მისაგნებად საჭირო დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდა.

თინუსა ფსიქოლოგიური თოჯინური თეატრის გმირია, სამეგობრო კი ის ბავშვები, რომლებიც არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ სპექტაკლის უშუალო მონაწილეები არიან.

თბილისში თერაპიული თოჯინური თეატრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც ინტერაქციული სანახაობის საშუალებით პატარების სიხარულების მიგნებასაც ახერხებენ და ბავშვის სწორად განვითარებასაც უწყობენ ხელს.

სტუმარი: მარიამ ბოლქვაძე – ფსიქოლოგი, იდეის ავტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: