გალერეა „ვერნისაჟი“ წარმოგიდგენთ თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) 90-იან წლებში შესრულებულ პოლიტიკურ პლაკატებს. ფართო საზოგადოებას პირველად ექნება შესაძლებლობა იხილოს ავტორის მიერ შესრულებული სრულიად განსხვავებული სტილის და ფორმატის ნამუშევრები. 10 თებერვალს თენგიზ მირზაშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა.
სტუმარი: დევი კახოიძე – თენგიზ მირზაშვილის მეგობარი.
სატელეფონო ჩართვა მოსკოვიდან: თორნიკე კოპალეიშვილი – თენგიზ მირზაშვილის მეგობარი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.