1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსანდრე ანტროპოვს (1716-1795) ქართველი ხელმწიფის დახატვა დაავალა პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ერთ-ერთ აუცქიონზე გასაყიდად გამოტანილი ნახატი ფონდმა ,,ქართუმ“ შეიძინა და მისი ხილვა 24 ოქტომბრიდან ხელოვნების სასახლეში იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო შემორჩენილია ქართველი მეფეების სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტი, ესენია : მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის, მეფე გიორგი მეთორმეტის და ამჯერად უკვე მეფე თეიმურაზისაც.
სტუმარი: ლელო ჭიჭინაძე – ხელოვნებათმცოდნე