პიკის საათი - თბილისში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მალე გაიხსნება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება საზოგადოებასთან შესახვედრად ახალი და საინტერესო ამბებით ემზადება.
2021 წლის აპრილში გაიხსნება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც 4 წელი მიმდინარეობდა. თბილისური არქიტექტურის ძეგლი არა მხოლოდ ამ თვალსაზრისითაა გამორჩეული. სახლი, უშუალოდ ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ისტორიების გარდა, ეპოქალური მნიშვნელობის ამბებს ინახავს. აქ იყო მიხეილ გედევანიშვილის რენტგენის კაბინეტი, მაქსიმე შარაძის სტამბა, „ივერიის“ სტამბა, „ივერიის“ რედაქცია და მემორიალური სივრცეები, რომლებიც ავთენტური სახითაა აღდგენილი.
2022 წელს ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მუზეუმების გაერთიანების ციფრული კოლექციები და კვლევითი კომპონენტი, რაც საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში საკმაოდ მწირია.
სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: