2018 წლის 11-18 ოქტომბერს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება თბილისის სცენოგარფიის მეორე საერთაშორისო ბიენალე. საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდა სცენოგრაფებს და ხელოვანებს კანადიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან. ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: საერთაშორისო გამოფენას და Masters’Lab-ს (ლაბორატორია ოსტატებთან).
სტუმრები: ნინო გუნია – ბიენალეს დირექტორი; მერი მაცაბერიძე – ბიენალეს მენეჯერი. პაოლო ბოსი – ბიენალეს მონაწილე კანადიდან. გოგა ასკურავა – თრაჯიმანი.