თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ თბილისის ხუთი ქუჩის ახალი სახელდების შესაძლებლობაზე იმსჯელა. უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, იუნკრების პლატონ დოლიძისა, ალექსანდრე ახვლედიანისა და ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელების მინიჭების საკითხს.
სატელეფონო ჩართვა: მირიან ხოსიტაშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ეთნოლოგი; დოქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: