ყველაფერი ბეჭდური „თბილისის ქანდაკებების გზამკვლევით“ დაიწყო და ვიდეოების სერიით „გაიცანით ქართველი მოქანდაკეები“ გაგრძელდა. ინოვაციური პროექტის იდეაც „თბილისის მოლაპარაკე ქანდაკებები“ მალევე გაჩნდა, რომლის ავტორი და კრეატიული დირექტორი თეა გოგოლაძე-ვულფია.
თითოეული ძეგლი მწერლის მიერ დაწერილი და მსახიობის მიერ გახმოვანებული შემეცნებითი მონოლოგით ალაპარაკდა.
თბილისის რვა ქანდაკება ისეთმა ცნობილმა მწერლებმა და პოეტებმა აალაპარაკეს, როგორებიც არიან: რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, შოთა იათაშვილი, გიორგი კეკელიძე, ეკა ქევანიშვილი, ალეკო შუღლაძე და ივა ფეზუაშვილი.
პროექტზე იმუშავეს მსახიობებმა ნინო კასრაძემ, ბექა სონღულაშვილმა, კახა კინწურაშვილმა, დავით ბეშიტაიშვილმა, ბაჩო ჩაჩიბაიამ, ლაშა გურგენიძემ, თემიკო ჭიჭინაძემ და რატი ამაღლობელმა. ინგლისურ ენაზე ახმოვანებს ნიკა გორდეზიანი.
საკმარისია თბილისურ ძეგლებზე მიმაგრებულ ლურჯ აბრაზე დატანილი კოდი დაასკანეროთ და თქვენს მობილურ ტელეფონზე ზარი შემოგივათ ქართლის დედისგან, ილიასგან, აკაკისგან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, ნოდარ დუმბაძისგან, დავით გურამიშვილისგან, გალაკტიონისგან, გიორგი ლეონიძისგან და შოთა რუსთაველისგანაც კი.
რესპონდენტები: ეკატერინე ტოგონიძე, ეკა ქევანიშვილი, გიორგი კეკელიძე – მწერლები.
თიკუნა იმნაძე, ია ნიორაძე – პროექტის გულშემატკივრები.
ავტორი: ეკა ხითრიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: