თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმს“. ღონისძიება 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართება. ფორუმის ძირითადი მიზანია ღამის ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში შემუშავდეს და შეიქმნას ფართო დიალოგი ღამის ეკონომიკის სტრატეგიის განვითარებასა და სწორი მენეჯმენტის შემუშავებაში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: http://bit.ly/2FrESRo
ფორუმი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა უცნობი ადგილების გამოცოცხლება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, მოქალაქეების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული და ახალი კუთხით წარდგენა.
სტუმარი: სერგი გვარჯალაძე – „ღამის ეკონომიკის განვითარების“ ხელმძღვანელი.