თბილისის ფოტოფესტივალი საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველი ფოტო ფესტივალია, რომლიც 2010 წელს შეიქმნა და მსოფლიო ფოტოგრაფიის ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდა ფოტოგრაფიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. წელს თბილისის ფოტოფესტივალის მე-12 გამოშვების ფარგლებში გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მექსიკელი ფოტოგრაფების ფოტოპროექტები. თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია და ევროპელი და ამერიკელი არტისტების ასამდე ნამუშევარი.
რესპონდენტი: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: