პიკის საათი - თბილისი „შემოდგომის თბილისის“ მოლოდინში
პიკის საათი - თბილისი „შემოდგომის თბილისის“ მოლოდინში

9 ნოემბრიდან, საქართველოს პირველი არხის ეთერში წარმოგიდგენთ, 28-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისი“! 9 ნოემბრის საღამოს, 23:30 საათზე, გეძლევათ შესაძლებლობა მოისმინოთ ვ.ა. მოცარტის „რექვიემი,“ რომელიც მსოფლიო პანდემიის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება! პარალელური ტრანსლაციის მოსმენას შეძლებთ საქართველოს რადიოს ეთერში fm 102,3-ზე.

ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი,“ რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, არა მარტო სიმფონიური და კამერული ჟანრის, არამედ ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს აერთიანებს. ფესტივალში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსოფლიო მუსიკალური კულტურის ვარსკვლავები და გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალმა „შემოდგომის თბილისი“ დამსახურებულად მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული და წარმატებული მოვლენის ადგილი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

სტუმარი: ვახტანგ კახიძე – კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: