პიკის საათი - „თბილისი-რიტმის“ ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი
პიკის საათი - „თბილისი-რიტმის“ ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი

15 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი-რიტმი“ უმასპინძლებს. ფესტივალს გახსნის იტალიელი ვირტუოზი მესაყვირის პაოლო ფრეზუს ტრიო.

პაოლო ფრეზუს, დინო რუბინოსა და მარკო ბარდოშიას ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილი ჩინებულად არის შერწყმული და ერთმანეთის შემავსებელია. დახვეწილი სამმხრივი „დიალოგი“ დიდი ემოციური და ინტელექტუალური ურთიერთქმედებით გამოირჩევა, რომელიც დაბალანსებულია ფრეზუს თბილი ჟღერადობის ბგერებით, ბარდოშიას შემოქმედებითი ნიჭითა და მიმზიდველი შტრიხებით კონტრაბასზე და რუბინოს ელეგანტური და ენერგიული პიანიზმით.

ფესტივალი თბილისი-რიტმი 2022“ ხორციელდება საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და ქ. თბილისის მერიის თანამდგომითა და ხელშეწყობით.

სატელეფონო ჩართვა: ანი ლაღიძე – სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის თბილისი-რიტმი ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: