2021 წლის 7 ივნისს საფრანგეთის მუზეუმს დატოვებს და ამერიკის კენგემით გაემგზავრება ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, თავისუფლების ქანდაკების ე.წ. უმცროსი და, რომელიც თავისუფლების კუნძულზე აღმართულ თავის უფროს დას 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე შეხვდება. მოგვიანებით, 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, რეპლიკა ბინას დაიდებს ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოში.
ფრანგი მოქანდაკის ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის ნამუშევრის, „ლედი ლიბერთის,“ რიგით მე-11 რეპლიკის სიმაღლე 2 მეტრი და 83 სანტიმეტრია. ის ორიგინალზე დაახლოებით 16-ჯერ პატარაა.
სატელეფონო ჩართვა ამერიკიდან: თორნიკე ბერიშვილი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: