სვანეთმა დღემდე ერთი ძველისძველი სარიტუალო ციკლი შემოგვინახა: სულთმობრძანების, სულთაობის, სულთმოფენობის კვირეულის საღამო. „ადგომ“ ჰქვია მას სვანურად და ამით იწყება „ლიფანალი“ -ს ციკლი – ტრაპეზის დაფენა სულთა შენდობისათვის. არქაული დროიდან მომდინარე წესია, მსოფლიოს მრავალი მიწათმოქმედი ხალხისათვის დამახასიათებელი, უფრო კი მედიტერანული ცივილიზაციის ეთნოსებს გვახასიათებს ევროპაში და ესპანელთა და პორტუგალიელთა მიგრაციის შემდეგი კი ლათინურ ამერიკაშიც გავრცელდა. ზოგგან შემოდგომით, ზამთრობით, ზოგგან – გაზაფხულობით იმართება… არსი ყველგან ერთი და იგივეა: სამყაროს კარი იხსნება მიღმიერსა და ამქვეყანას შორის და სულები ეწვევიან ადამიანთა სამყოფელს.
სატელეფონო ჩართვა: როზეტა გუჯეჯიანი – ეთნოლოგი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: