1 ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ფილოლოგიის დოქტორ ნინო პოპიაშვილის წიგნის – „სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ – წარდგენა გაიმართა. წიგნში განხილულია აკაკი წერეთლის „სულიკოს“ თარგმანები და თან ერთვის 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა. „სულიკოს“ თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება.
სტუმარი: ნინო პოპიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პროფესორი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.