პიკის საათი - სოხუმელი მასწავლებელი ნინოწმინდაში
პიკის საათი - სოხუმელი მასწავლებელი ნინოწმინდაში

„ერთხელ ჩემს ერთადერთ, მეცხრეკლასელ დუხობორ მოსწავლეს ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ წავუკითხე. ჯავახური ზამთარი იდგა. ფანჯარაში თოვდა, შიგნით შეშის ღუმელი ენთო. კლასში მხოლოდ მე და ჩემი მოსწავლე ვისხედით. სტრიქონებს შორის პაუზებისას სიჩუმე ისადგურებდა და მონოტონურად ტკაცუნებდა შეშა ფეჩში. თითქოს საგანგებოდ შეირჩა ეს დეკორი ჭილაძის შედევრში ჩასაძირად“ – ეს არის ფრაგმენტი ბესო პაპასქუას წერილიდან „პანამიდან უკრაინამდე“.

ბესო პაპასქუა 2014 წლიდან დღემდე მუშაობს პროექტში – „ქართული, როგორც მეორე ენა“. ამჟამად დამხმარე მასწავლებელია ჯავახეთის რეგიონში და ნინო წმინდის N2 საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენას. მისი მოთხრობები დაბეჭდილია ჟურნალ „არილში“.

ბესო  პაპასქუა არის ორი მცირე რომანის ავტორი.

როგორია მასწავლებლობის „ტვირთიც“ და ტვირთიც ისტორიულ მესხეთში?

ისწავლება თუ არა თავისუფლება და რატომ ვერ შეცვალა ლიტერატურამ სამყარო უკეთესობისაკენ?

სატელეფონო ჩართვა: ბესო პაპასქუა – მასწავლებელი.

წამყვანი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: