COVID-19-ის პანდემიამ მთელს მსოფლიოში 20-30%-ით შეამცირა სისხლის მარაგი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს – ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად შეიძლება დასჭირდეს სისხლი. სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. სისხლის პროდუქტების მიღების ერთ-ერთი გზა სისხლის ჩაბარებაა.
ერთ უანგარო დონორს, ერთჯერადი დონაციით სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სტუმრები: ლევან ავალიშვილი, ევროსაბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტი, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი,
ვახტანგ ახალაძე, მსახიობი, სისხლის უანგარო რეგულარული დონორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: