პიკის საათი - სიახლე ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმეში
პიკის საათი - სიახლე ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმეში

„ეს არის ორი კონვენციური უფლების შეჯახება. სასწორის ერთ პინაზე გამოხატვის თავისუფლება დევს, ხოლო მეორეზე – პატივისა და ღირსების  უფლება. ნეტფლიქსმა უნდა აღიაროს, რომ ეს ტყუილია და ბოდიში უნდა მოიხადოს!“ – ასეთია ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველების პოზიცია 2022 წლის 24 იანვარს ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ. ჩემპიონის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB ამერიკელ კოლეგებთან ალექსანდერ რუფუს აიზექსა და როდ სმოლასთან ერთად იცავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთაშორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა – ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს ნეტფლიქსს მის მიმართ შეურაცმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ედავება და ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული აშშ – ში, კალიფორნიის შტატში.

საქმე შეეხება  ნეტფლიქსის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტში (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ, მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია.

სტუმარი: რუსუდან მაისურაძე – იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი; ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: