პიკის საათი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვან თარგმანს გვადალახარაში წარადგენენ
„კულტურისა და ლიტერატურის ენა უნივერსალური ენაა!“ – ამბობს ზაზა გაბუნია, რომელიც 100 დღეა მექსიკაში დიპლომატიური მისიის შესრულებას შეუდგა. ამ პერიოდში ბევრი საყურადღებო პროექტის წამოწყება და ნაწილობრივ განხორციელება გახდა შესაძლებელი.
2022 წლის აპრილში გვადალახარა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსს გადაიბარებს. სწორედ ამ პერიოდში წარადგენენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ესპანურენოვან გამოცემას, რომელიც, თავის დროზე, მალაგის უნივერსიტეტმა თარგმნა.
ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის მთავარი მისიაა იმ ხიდის აგება, რომელზეც კულტურისა და წიგნიერების დამფასებელმა საზოგადოებამ უნდა გაიაროს. განსაკუთრებით, თუ მხარეებს შორის გეოგრაფიული მანძილი დიდია. ამ თვალსაზრისით, მექსიკელები ქართველი ელჩის დამსახურებასაც ხშირად აღნიშნავენ. ცოტა ხნის წინ ზაზა გაბუნიამ კარლოს ფუენტესის „აურა“ თარგმნა.
სატელეფონო ჩართვა მეხიკოდან: ზაზა გაბუნია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: