საქართველოს კარიტასი უკვე მრავალი წელია შინ მოვლის პროექტს ახორციელებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხესა და ბათუმში. ამ პროექტების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანებს, ვისაც ავადმყოფობისა ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვთ თავის მოვლის უნარი.
სტუმარი: ეკა დიასამიძე – საქართველოს კარიტასის შინ მოვლის მიმართულების კოორდინატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: