2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თამარ ედილაშვილის სიმღერის „შენი ხმა“ პრეზენტაცია საქართველოს რადიოს დილის პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში შედგა.
სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტის – ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სიმღერის ვიდეორგოლი პირველი არხის რეჟისორმა კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, თამარ ედილაშვილის იმიჯზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა.
2018 წლის საბავშვოე ვროვიზიის რიგითმე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.
სატელეფონო ჩართვა: სოფო ტოროშელიძე – მომღერალი, კომპოზიტორი