- ქართულ-ამერიკული მედიაპლატფორმა სფიჩი (Speech) 2020 წელს, ქალაქ ნიუ-იორკში დაფუძნდა. ეს არის პროფესიონალი, მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანების ტრიბუნა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ბაზა თანამედროვე და ისტორიული ემიგრაციიდან. Speech-ის მიზანია, თავი მოუყაროს უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების მიღწევებს, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მოხდეს მათ მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების ინვესტირება საქართველოში.
- ცოტა ხნის წინ ამოქმედდა სფიჩის (Speech) ვებგვერდი, რომელიც ერთგვარი საგანმანათლებლო სივრცეა პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებისთვის, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველების მასტერკლასების ორგანიზებისთვის საქართველოში და, რაც ყველაზე მთავარია, პლატფორმის საერთაშორისო მასშტაბის უზრუნველყოფისთვის.
სატელეფონო ჩართვა ნიუ-იორკიდან: სოფო ჯაჯანაშვილი – სფიჩი-Speech-ის თანადამფუძნებელი; ჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ზურაბ ქათამაძე – სფიჩი-Speech-ის თანადამფუძნებელი; რეჟისორი; სინემატოგრაფი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
