პიკის საათი - საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ დასკვნითი საღამო
პიკის საათი - საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ დასკვნითი საღამო

24 დეკემბერს მეექვსე საავტორო სკოლაში საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ დასკვნითი საღამო – შემოქმედებითი მასტერკლასი გაიმართება.

პოეტის, მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის – პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ 2014 წელს სკოლის ინიციატივით დაარსდა და წელს უკვე მესამედ, პაკოს ფონდის ორგანიზებით იმართება.

კონკურსში მონაწილეობენ X-XII კლასების მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
წელს 26 ფინალისტია.

დასკვნით ეტაპზე მასტერკლასს გაუძღვებიან: როსტომ ჩხეიძე, ანდრო ბუაჩიძე, დათო კაკაბაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნინო გორდელაძე, რუსუდან მეგრელიშვილი, ეკა ტალახაძე.

სტუმარი: ანდრო ბუაჩიძე – მწერალი; მთარგმნელი; საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ ჟიურის თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: