პიკის საათი - „საუკუნის სკანდალი ანუ მკვდარი ვილმა მონტესი ქალაქში დადის“
„საუკუნის კრებული“ გაბრიელ გარსია მარკესის, 1950-1987 წლებში, გაზეთებში დაბეჭდილი ტექსტების კრებულია. ქართველი მკითხველი მას, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მწერალს კარგად იცნობს ეს კრებული კი ჟურნალისტსა და პუბლიცისტ მარკესს გაგვაცნობს. კრებული გამომცემლობა „ინტელექტმა“ „ინტელექტი 25 წლისაა“ სერიის ფარგლებში გამოსცა. 26 ოქტომბერს „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების“ თაოსნობით კრებულის განხილვა გაიმართა, რომელსაც ნინო ვახანია და როსტომ ჩხეიძე უძღვებოდნენ.
რეპორტაჟი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე – მწერალი, მეცნიერი;
ნინო ვახანია – პროფესორი;
კახმეგ კუდავა – გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი;
გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: