დასრულდა კონკურსი ,,ვწერ მასწავლებლისთვის“ , რომლის მიზანიც მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა იყო. 23 სექტემბერს ლიტერატურულიკონკურსისსაუკეთესოათეული გახდა ცნობილი. ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს, საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან.
სატელეფონო ჩართა: ნატო ინგოროყვა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ის მთავარი რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: