პიკის საათი - სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტ სკოლა“
პიკის საათი - სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტ სკოლა“

სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტ სკოლა“ კონკურსის სახით ტარდება, რომელშიც მონაწილეობს საჯარო, კერძო სკოლები და დამოუკიდებელი დასები (VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები).

ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ პიესები სპეციალურად „არტ სკოლისთვის“ იწერება. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ნაფიქრი და დანახული სამყარო სასცენო ხელოვნებაში თეატრის სახით წარმოადგინონ.

პროექტის მიზანია მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც მიეცეთ სულიერი საზრდო.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გამომცემლობა „ინტელექტი“, პანტომიმის თეატრი.

კონკურსანტ სკოლებს აფასებს ჟიურის 5 კაციანი შემადგენლობა. საკონკურსო სპექტაკლები 16 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება.

სტუმარი: სოფო კალანდაძე – სასკოლო თეატრალური ფესტივალის „არტ სკოლის“ ავტორი და ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: