„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ თანამედროვე ავტორებისთვის გამოცხადებულ სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს, რომელსაც, მინიმუმ, ერთი წიგნი უკვე გამოცემული აქვს საქართველოში და სურს, ახალ ნაწარმოებზე იმუშაოს.
პროგრამა ითვალისწინებს, 30 ან 15 დღის განმავლობაში, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ჰონორარის გათვალისწინებით.
სატელეფონო ჩართვა: გვანცა ჯობავა – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: