პიკის საათი - საქართველოს პროკურატურა ბულინგის წინააღმდეგ აცხადებს არტ-ნამუშევრების კონკურსს „არაბულინგს“
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიმართება. საქართველოს პროკურატურა კვირეულის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს აცხადებს. საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა 14 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში ჩატარდება.
სტუმარი: ხატია ბაშარული – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი.