პიკის საათი - საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის საერთაშორისო კონფერენცია
პიკის საათი - საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის საერთაშორისო კონფერენცია

31 ოქტომბერს-2 ნოემბერს საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბი წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციას მართავს სახელწოდებით – ,,ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება: ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები”

საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი – ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატებისა და კვლევითი პრემიის ლაურეატების გაერთიანება – 27 წევრისთვის. კლუბის საპატიო პრეზიდენტია გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt-Stiftung), რომლის დაფინანსებითაც ტარდება კონფერენცია, უმსხვილესი სამეცნიერო ფონდია გერმანიასა და მთელს ევროპაში.

სატელეფონო ჩართვა: ალექსანდრე კარტოზია – პროფესორი; საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: