ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე (Marché du Film Online), რომელიც 22 ივნისს დაიწყო და 26 ივნისის ჩათვლით წარიმართება, საქართველო მეცამეტედ წარადგენს საკუთარ პავილიონს. 24 ივნისს პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, პროექტ Circle Women-ის ფარგლებში და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან. ინდუსტრიულ პროგრამაში Cannes Docs მონაწილეობს შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით „მცხუნვარე მზეზე“.
სატელეფონო ჩართვა: შორენა თევზაძე – რეჟისორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: