საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ გახსნის ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს ეძღვნება. კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
სტუმარი: ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.