პიკის საათი - სანქციები ცხოველისა და ფრინველის მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე
ცხოველისა და ფრინველის მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სანქციები იზრდება.
ცვლილებების მიხედვით, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.
სატელეფონო ჩართვა: ზაზა ხუციშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი.