პიკის საათი -,,სამყარო ხვალ“ - ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი უფროსკლასელებისთვის
პიკის საათი -,,სამყარო ხვალ“ - ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი უფროსკლასელებისთვის

XXI  საუკუნემ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. ბევრი რამ, რაც XX საუკუნეში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ახალი ასწლეულის დასაწყისში სინამდვილედ  იქცა.  ვირტუალური და რეალური სამყარო ერთმანეთს ისე გადაეჯაჭვა, რომ ზოგჯერ მათ შორის ზღვარის გავლება ჭირს. სწორედ ამიტომ მწერალთა სახლი აცხადებს  ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსს უფროსკლასელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

სატელეფონო ჩართვა: ნატაშა ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: