იტალიელი გენიოსის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად გამართული გამოფენის „ლეონარდო. Opera Omnia“ (27.02.2019 – 29.03.2019) ფარგლებში ჩატარდება ლექცია „ლეონარდო და მუსიკა“. ცნობილი იტალიელი პიანისტი, საერთაშორისო კონკურსის ,,იბლა გრანდ პრიზის“ სამხატვრო ხელმძღვანელი სალვატორე მოლტისანტი ისაუბრებს რენესანსის ეპოქის მუსიკაზე, იმდროინდელ საკრავებსა და ლეონარდოს კავშირზე მუსიკასთან.
სატელეფონო ჩართვა: თამარ ლიჩელი – პიანისტი.