„რაღა შექსპირული ტრაგედია და რაღა ენდრიუ ჯ. როუსა და სვეტლანა ფერლონგის დოკუმენტური რომანი“ – წერს კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე. საუბარია უკვე ქართულად ნათარგმნ რომანზე სახელწოდებით „საფრანგეთის გაუჩინარებული კრონპრინცი,“ რომელიც საფრანგეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლასა და ნაპოლეონ მესამის მემკვიდრის საიდუმლოს ეძღვნება.
ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ შეიფარეს აშილ მიურატმა და მისმა მეუღლე სალომე დადიანმა ნაპოლეონ მეოთხის ვაჟი, საფრანგეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე. წიგნი შედგენილია რამდენიმე ქვეყნის პირად და სახელმწიფო არქივებში მოძიებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე. მალე ქართველი მკითხველი თავად შეძლებს ამ ისტორიის წაკითხვას.
„კოსტა ჯოჯუას პიროვნება, მისი ხვედრი და თავგადასავალი კიდევ არაერთხელ მიიპყრობს მკვლევართა და მწერალთა ყურადღებას, გლეხკაცის სამოსში გამოხვეული იმპერიის პრინცისა, რომელიც ბოლშევიკურ-კომუნისტურ რეპრესიებსაც უნდა მოსწრებოდა და მისი ორი ვაჟი ამ რეპრესიების მსხვერპლიც გამხდარიყო“
სატელეფონო ჩართვა: ნატო კორსანტია – ჟურნალისტი; მთარგმნელი
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
ფოტოებზე:
– აშილ მიურატი და სალომე დადიანი.
– ნაპოლეონ III.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: