საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს.
ცოტახნის წინ, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სორში, ონის მუნიციპალიტეტის ინიციატივით დანიის სამეფო აკადემიის სკოლა დააფუძნეს, რომელიც ახლა საგაზაფხულო სკოლის პირველ სტუდენტებს მასპინძლობს. დანიიდან ონის მუნიციპალიტეტს 6 სტუდენტი უკვე ესტუმრა.
რესპონდენტები: ნინო წერეთელი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი,
შუქურა ჯაფარიძე – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
თემურ გუგეშაშვილი – ხეზე კვეთის ოსტატი,
აკაკი მეტრეველი – დანიის აკადემიის საზაფხულო სკოლის სტუდენტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
